კოვაჩი გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა

კოვაჩი გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ბერლინის "ჰერტასთან" დღევანდელი შეხვედრა შეაფასა.

"საკმაოდ რთული თამაში მოვიგეთ. ბოლო წლებში "ჰერტასთან" მატჩებში საკმაოდ ბევრი ქულა დავკარგეთ. დიდებული კვირა წარმატებით დავასრულეთ.

ჩვენ მხოლოდ კარგი და მშვენიერი თამაშის მოლოდინი გვაქვს. დღეს კი გუნდის ერთობა და მენტალიტეტი უნდა გამოგვემჟღავნებინა - ბიჭებმა მართლაც კარგად შეასრულეს სამუშაო.

სტანდარტები ყოველთვის არის იარაღი, ხოლო ხავი მარტინესს მშვენიერი თავური აქვს.

დორტმუნდის "ბორუსია" არ მადარდებს, ჩვენ ჩვენი თამაში მოვიგეთ. ახლა ორი დღის განმავლობაში ძალებს აღვიდგენთ. ხვალ, რა თქმა უნდა, დორტმუნდელების თამაშს მშვიდად ვუყურებთ", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ჰერტა" ხავი მარტინესის თავურით 1:0 დაამარცხა და ქულათა რაოდენობით ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" გაუთანაბრდა.


24-02-2019, 00:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2