ფლიკის ტაქტიკა  კიმიხის ნაცვლად ახალი მარჯვენა მცველი

ფლიკის ტაქტიკა კიმიხის ნაცვლად ახალი მარჯვენა მცველი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი გუნდის ტაქტიკაში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" აქტიურად ეძებს ახალ მარჯვენა მცველს ჯოშუა კიმიხის ჩასანაცვლებლად.

მოგეხსენებათ, 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც. შესაბამისად, მთავარი მწვრთნელი გეგმავს, რომ ის ამ პოზიციაზე დატოვოს.

წყაროს ცნობით "ბაიერნი" ფრანგული "მონაკოს" ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ბენჟამნის ჰენრიკსის დამატებას აპირებს. გუნდმა უკვე გაამზადა 30 მილიონიანი წინადადება და დიდი ალბათობით, 22 წლის მოთამაშე მიუნხენში იანვარში გადმობარგდება.


19-12-2019, 23:07
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2