მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა.
ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, "რეკორდმაისტერის" რიგებს ივნისში "შალკეს" კაპიტანი, ალექსანდრ ნუბელი შეუერთდება.
23 წლის კიპერს სეზონის დასრულების შემდეგ გელზერკიხენულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და შესაბამისად, ის "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ნუბელი "შალკეს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მან ბუნდესლიგაში 35 თამაში ჩაატარა, საიდანაც 11-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.