გუშინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ კლუბი ზამთარში რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.
გავრცელებული განცხადება მალევე უარყო "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა და ფლიკი საჯაროდაც გააკრიტიკა.
"სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა ამ განცხადებამ. ფლიკმა საჯაროდ ისაუბრა გუნდის გეგმებზე."
"ვფიქრობ, მთავარ მწვრთნელს ეს უნდა ესმოდეს და მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.