მიუნხენის "ბაიერნმა" ივან პერიშიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი სეზონის დასრულების შემდგომ "რეკორდმაისტერის" რიგებს დატოვებს.
მოგეხსენებათ, პერიშიჩი მიუნხენში ერთწლიანი იჯარით გადმობარგდა და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. თუმცა, "ბაიერნს" მისი დატოვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენურმა გრანდმა 30 წლის ფეხბურთელის იჯარაში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.