ვიდეო როი მაკაის ისტორიული გოლი რეალის კარში

ვიდეო როი მაკაის ისტორიული გოლი რეალის კარში


დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელის, როი მაკაის, დაბადების დღეა - როი 44 წლის გახდა.

როი მაკაი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2003-07 წლებში იცავდა და საერთო ჯამში 178 თამაშში 102 გოლის გატანა მოახერხა.

როიმ "ბაიერნის" შემადგენლობაში 5 ტიტული მოიგო და მისი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მადრიდის "რეალში" კარში მე-10 წამზე გატანილი ბურთია.

2006/07 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ფელიქს მაგათის "ბაიერნი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა.

მადრიდში მიუნხენელებმა 2:3 წააგეს, ხოლო მიუნხენში თამაშის დაწყებიდან 10 წამში ჰოლანდიელმა ფორვარდმა "ბაიერნი" წინ გაიყვანა.

მატჩი "ბაიერნმა" 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა, ხოლო მაკაის გატანილი ბურთი დღემდე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლია.


9-03-2019, 18:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0