"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო ფორმას ვერ ატარებს - ცნობილია მიზეზი
ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ ფორმას ვერ ჩაიცმევს ამ სეზონში, რადგან ის არ შეესაბამება უეფას რეგულაციებს ნომრების ხილვადობის მხრივ – ბნელი ნომრები და წითელი მაისური საკმარის კონტრასტს ვერ ქმნის.
პრინციპში, ფორმა არ არის აკრძალული – ბაიერნს ტექნიკურად შეეძლო მისი ტარება, თუ ნომრებსა და გვარებს თეთრით შეცვლიდა, რათა მოთხოვნილი კონტრასტი შეექმნა.
სელტიკთან მატჩში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ბაიერნი გასვლით ფორმას მოირგებს.