როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა, ტომას მიულერი კლუბთან ხელშეკრულებას აღარ ახანგრძლივებს და 35 წლის ასაკში ალიანც არენას ტოვებს.
მიულერს ჯერჯერობით არ უსაუბრია იმის შესახებ თუ კონკრეტულად სად სურს კარიერის გაგრძელება, თუმცა ახლახან ლეგენდას MLS-დან სუპერ შეთავაზება მიუვიდა.
დაინტერესებული მხარე ლოს ანჯელესია, სადაც ახლა გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა, მარკო როისი თამაშობს. ლოს ანჯელესის ხელმძღვანელობა მიულერს წლიურად 4 მილიონ ევროს გადაუხდის.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკული კლუბი შეიძლება ბონუსების დანიშვნაზეც წავიდეს, რაც ოლივიე ჟირუს გუნდიდან წასვლამ განაპირობა.