ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელს ბაიერნიდან 24 წლის ფრანგი მცველის, საშა ბოეის წაყვანა სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ვენსან კომპანის მისი შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი, მარსელი უკან დახევას მაინც არ აპირებს და ბოეის სატრანსფერო სიიდან არ ამოშლის.
მომავალი სეზონისთვის ფრანგი უკანახაზელი სასტარტო შემადგენლობის წევრად კონრად ლაიმერის გამო არ განიხილება, საშას კი რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბოეი ან კომპანისგან მიიღებს გარკვეულ გარანტიებს, ან ფეხბურთელი მარსელს ტრანსფერზე მწვანე შუქს აუნთებს.
საშა ბოეის ფასი 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.