ფლორიან ვირცმა ჩაბი ალონსოს აცნობა, რომ არ სურს გადასვლა არც მადრიდის რეალში და არც მანჩესტერ სიტიში. მისი ერთადერთი სურვილია მიუნხენის ბაიერნში გადაბარგება.
ლევერკუზენის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია.
არც წარმომადგენლებს და არც ბაიერნს არ სურდათ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება, როდესაც მათ BILD - დაუკავშირდა.