ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ბაიერნის ლეგენდამ, ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენურ კლუბთან დაკავშირებულ წარსულზე და მიმდინარე დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
„მშვენიერი დრო გავატარე მიუნხენის ბაიერნში — როგორც ფეხბურთელმა, კლუბის ელჩმა, შემდეგ კი სპორტულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.
რაც 2023 წლის ზაფხულში ჩვენი დაშორების მიზეზი გახდა, უკვე წარსულს ჩაბარდა. მე ვიყავი და ვრჩები კლუბის მეგობრად.
ვისაუბრე ული ჰიონესთან და ახლა ბაიერნის გულშემატკივარი ვარ. და როგორც ყველა ფანს, ძალიან მიხარია, რომ გუნდი ჩემპიონი გახდა.”