მიუნხენის ბაიერნს ახალი სეზონიდან შეტევაში ლეროი სანე და ტომას მიულერი აღარ ეყოლება. გარდა ამისა, გაურკვეველია კინგსლი კომანის მომავალიც, რომელმაც შესაძლოა კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს.
ამის პარალელურად, ბაიერნი შეტევის განახლებას გეგმავს და მთავარ პრიორიტეტად ნიკ ვოლტემადეს დამატებას მიიჩნევს, რომლის დათმობასაც შტუტგარტი იოლად არ აპირებს.
ზოგადად, შტუტგარტს ვოლტემადეს ახლა გაშვება არც სურს, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ კლუბი 80 მილიონ ევროზე ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს, რაც ბაიერნს ძალიან არ აწყობს.
Bild-ის ცნობით, რეკორდმაისტერი მაქსიმუმ 50 მილიონი ევროს გადახდას და პოლ ვანერის გარიგებაში ჩართვას აპირებს, რაც, როგორც ჩანს, შტუტგარტისთვის მისაღები არ არის.
ამდენად, ბაიერნი ან პოლიტიკას შეცვლის და 30 მილიონი ევროთი მეტს გადაიხდის, ან ახალი კანდიდატის ძიება მოუწევს.