ბოლო დღეებში გერმანულ მედიაში წერენ, რომ ბუნდესლიგის ორგანიზატორები შიდა ჩემპიონატის სახელფასო და სატელევიზიო უფლებების შეზღუდვების დაწესებას აპირებს.
მიზეზად ბაიერნის დომინანტობა დასახელდა. ზოგიერთი თვლის, რომ ასეთი შეზღუდვებით მსგავსი დომინაცია გამოირიცხება და ჩემპიონატიც უფრო დაძაბული/ყურებადი გახდება.
აღნიშნულს მაქს ებერლი ასე გამოეხმაურა:
"ეს ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს. წელიწადნახევრის წინ, როცა ლევერკუზენი იყო პირველი, მაშინ ეს თემა არავის უხსენებია, ახლა კი, როცა ბაიერნია დომინანტი, მაშინვე ახსენეს. ეს სინამდვილეში აჩვენებს თუ რამდენად კარგად იმუშავა ბაიერნმა, ეს პირველობა კი დამსახურებულია და არა ნაჩუქარი", - თქვა ებერლიმ.