სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბუნდესლიგის შეხვედრა, სადაც ბაიერნმა საშინაო კედლებში აუგსბურგთან სენსაციურად 1:2 წააგო.
მატჩის შემდეგ განსაკუთრებული კრიტიკა გუნდის მეკარეს, იონას ურბიგს შეხვდა. აი, რას წერენ ფანები ახალგაზრდა მეკარის შესახებ:
"გაუშვით გუნდიდან, ბაიერნის დონე არ არის"
"იმდენად მოკლე ხელები აქვს, მიკვირს საერთოდ მეკარე როგორ გახდა"
"ნოიერი 5 წლის შემდეგაც აჯობებს, ეს მეკარე არაფერში გამოგვადგება"
"მეეჭვება, რომ ურბიგმა ნოიერის გასაკეთებელი გაგვიკეთოს"
"გუნდი საშინლად თამაშობდა, მაგრამ ურბიგი ამ ჯოჯოხეთში მთავარი დემონი იყო", - წერენ ბაიერნის ფანები.