"ბუნდესლიგის არასანახაობრიობაში ბაიერნს ბრალს ნუ სდებთ" - კრისტიან დრეესენი

"ბუნდესლიგის არასანახაობრიობაში ბაიერნს ბრალს ნუ სდებთ" - კრისტიან დრეესენი

ბაიერნის პრეზიდენტი, კრისტიან დრეესენი პასუხობს შეკითხვას თუ რამდენად არის რეკორდმაისტერი "დამნაშავე" იმაში, რომ ბუნდესლიგა დაძაბული არ არის და სანახაობრიობით დანარჩენ ჩემპიონატებს ჩამორჩება:

"კატეგორიულად არ ვეთანხმები. ბაიერნი პრობლემა არ არის - ჩვენ გამოსავლის ნაწილი ვართ! ჩვენი წარმატებებით ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, ისეთი უცხოელი ვარსკვლავების მიმართ მიმზიდველობით, როგორებიც არიან ჰარი კეინი ან მაიკლ ოლისე, ჩვენ ვართ ბუნდესლიგის მამოძრავებელი ძალა. ჩვენ მივდივართ საზღვარგარეთ, ვთამაშობთ ზაფხულის ტურნეებში ან ვმონაწილეობთ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ყველაფრისთვის ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდით. ბაიერნი ბუნდესლიგის გარეთ 30%-ზე მეტს გამოიმუშავებს, მაგრამ დისტრიბუციიდან ნახევარზე მნიშვნელოვნად ნაკლებს იღებს."

"ჩვენ სოლიდარობის პრინციპს ვიცავთ; ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ. მაგრამ მათ, ვინც შემდეგ საერთაშორისო მარკეტინგის ხარვეზებში გვადანაშაულებს, ნაკლებად უნდა იწუწუნონ და ამის ნაცვლად ყველაფერი გააკეთონ, რათა საკუთარი კლუბები და საკუთარი ფეხბურთელები საერთაშორისო დონეზე უფრო თვალსაჩინო გახადონ. მათ მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ბუნდესლიგისთვის ძალიან ღირებული იქნებოდა, თუ მეტი კლუბი იბრძოლებდა ევროპაში მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლის მკაფიო ამბიციით - არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე. ფრანკფურტის გამარჯვება ევროპა ლიგაზე 2022 წელს, რა თქმა უნდა, ისეთივე ღირებული იყო ლიგის მიმზიდველობისთვის, როგორც დორტმუნდის ფინალში გასვლა ჩემპიონთა ლიგაზე 2024 წელს", - ამბობს დრეესენი.


25-01-2026, 11:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2