Bild-მა გაავრცელა დორტმუნდის ფეხბურთელების კომენტარები, რომლებიც მათ მიუნხენის ბაიერნთან კონკურენციაზე გააკეთეს:
ნიკო შლოტერბეკი: "არ მინდა, რომ ტიტულის მფლობელი მალევე გაირკვეს. მინდა, რომ სატიტულო ბრძოლაში მაქსიმალურად დიდი ხნით დავრჩეთ. თუ სხვაობას 4-5 ქულამდე შევამცირებთ, ისინი ხელახლა დაფიქრდებიან. ისინი არც ისე შორს არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს."
ემრე ჩანი: "8 ქულა ბევრია, მათ საკმაოდ კარგი სეზონი აქვთ, თუმცა ჩვენც ასევე გამოვიყურებით. ჩვენს თავებზე ვართ ფოკუსირებულები, ვნახოთ რა იქნება."
შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში აუგსბურგთან 1:2 წააგო და დორტმუნდმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა.