ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მიუნხენის ბაიერნი რენის ახალგაზრდა ფეხბურთელით, ჟერემი ჟაკეთია დაინტერესებული, რომლის წაყვანასაც ჩელსი და ლივერპულიც ცდილობენ.
ფრანგებს სურთ, რომ ჟაკე სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ, თუმცა წინააღმდეგი არ არიან, რომ მოლაპარაკებები ახლავე დაიწყონ და ფეხბურთელი ზაფხულში გაუშვან.
წყაროს მტკიცებით, რენი ჟაკეს სანაცვლოდ 65-70 მილიონ ევროს მოითხოვს, 20 წლის ფეხბურთელში, რომელიც ფრანგული კლუბის დაცვის ცენტრში თამაშობს და საკმაოდ კარგი პრესაც აქვს.