ტოტენჰემი ასტრონომიულ თანხებს ითხოვს - ბაიერნს მიკი ვან დე ვენი დაუკავშირეს

ტოტენჰემი ასტრონომიულ თანხებს ითხოვს - ბაიერნს მიკი ვან დე ვენი დაუკავშირეს

ინსაიდერი ეკრემ კონური წერს, რომ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშის შემდეგ მიკი ვან დე ვენით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული.

24 წლის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი მართლაც ძალიან მაღალ დონეზე გამოიყურება როგორც დაცვითი თვალსაზრისით, ასევე შეტევაში ეფექტურობით.

ვან დე ვენს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, 2 გოლის გატანა მან ჩემპიონთა ლიგაზეც კი მოახერხა, დაცვაში კი მისი ვარდნები და ზოგადად თამაში მართლაც აღტაცებას იწვევს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, ეკრემ კონურის თქმით, ტოტენჰემი ფეხბურთელში 100 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს (დაახლოებით 115მლნ ევრო), ეს კი იმის გამო, რომ ამ ფეხბურთელით არაერთი გრანდია დაინტერესებული, რაც ტოტენჰემს დიდი ფულის გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ 2021-2023 წლებში ვან დე ვენი ბუნდესლიგაში, კერძოდ ვოლფსბურგის შემადგენლობაში თამაშობდა.


26-01-2026, 12:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2