ფლორიან პლეტენბერგმა გაავრცელა მაქს ებერლის კომენტარი, რომელიც ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰარი კეინის შესახებ გააკეთა.
ბოლო პერიოდში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ შეიძლებოდა კეინი სეზონის ბოლოს გუნდიდან წასულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ იქნება.
ებერლი ადასტურებს, რომ კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაწყებულია და ფეხბურთელი წინადადებას 2028-2029 წლამდე მიიღებს.
თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ კეინი ბაიერნში ძალიან ბედნიერია და კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს!