10 წლის წინ ჩაშლილი ტრანსფერი - როგორ დაუსხლტა ბაიერნს ხელიდან კევინ დე ბრუინი

10 წლის წინ ჩაშლილი ტრანსფერი - როგორ დაუსხლტა ბაიერნს ხელიდან კევინ დე ბრუინი

გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კევინ დე ბრუინისა და 2015 წელს მიუნხენის ბაიერნში ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ.

როგორც იწერება, მაშინ ბელგიელ ნახევარმცველს ბაიერნთან ორი შეხვედრის შემდეგ პირადი შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ ბაიერნმა ზედმეტი თანხის გადახდა იუარა.

აი, რას ამბობდა მაშინ დე ბრუინის აგენტი, პატრიკ დე კოსტერი:

"ორჯერ შევხვდით, რის შემდეგაც ბაიერნთან კონტრაქტი შევათანხმეთ. საბოლოოდ შეთანხმება ვოლფსბურგის მოთხოვნილი ფასის გამო ჩაიშალა. ვფიქრობ, ბაიერნს უნდოდა, რომ მხოლოდ 50 მილიონი გადაეხადა და არცერთი ევროთი მეტი, რამაც მოლაპარაკებები დაასრულა", - თქვა დე ბრუინის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2014/2015 წლების სეზონში კევინ დე ბრუინი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი 10 გატანილი გოლით და 20 საგოლე გადაცემით გახდა.


26-01-2026, 23:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2