კრისტიან ფალკმა დაწერა, რომ მიუნხენის ბაიერნს მოთმინების ფიალა ევსება, რის გამოც კლუბმა დაიოტ უპამეკანოს დედლაინი დაუწესა.
როგორც Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, კლუბი ელოდება, რომ ფეხბურთელისგან პასუხი თებერვლის შუა რიცხვებამდე მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადების გაუქმებაც განიხილება.
პარალელურად, უპამეკანოს წინადადებები სხვა კლუბებისგანაც აქვს მიღებული და როგორც ჩანს, ამასთან ხანგრძლივად შეგუება ბაიერნს არ სურს.
ბოლო ინფორმაციით, უპამეკანოს კონტრაქტში გამოსასყიდის გააქტიურება 2027 წლიდან სურს, ბაიერნი კი უპირატესობას 2028 წელს ანიჭებს.
მოკლედ, ფრანგ მცველს გადაწყვეტილების მიღება უკვე მალევე მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ზამთარში ტრანსფერის შანსი ძალიან გაიზრდება.