"ასეთი საშინელება პირველად ვნახე" - ვის დაუპირისპირდა გვირაბში ჰარი კეინი

"ასეთი საშინელება პირველად ვნახე" - ვის დაუპირისპირდა გვირაბში ჰარი კეინი

ბუნდესლიგაში მიუნხენის ბაიერნმა ქულები ზედიზედ მეორე ტურში დაკარგა. კომპანის გუნდმა ჰამბურგს ვერ მოუგო, იქამდე კი გახსოვთ, რომ აუგსბურგთან საერთოდაც მარცხი განიცადა.

მატჩის შემდეგ არბიტრის მიმართ ბაიერნის ფეხბურთელების მხრიდან აშკარა უკმაყოფილება იყო, ჰარი კეინის სიტყვები კი ამას ყველაზე ნათლად მოწმობს.

Bild-მა დაწერა, რომ გასახდელისკენ გვირაბში მიმავალი ჰარი კეინი შემდეგ სიტყვებს იძახდა: "ასეთი საშინელება პირველად ვნახე კარიერაში", - გამოცემა კი ვარაუდობს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი სწორედ მთავარ მსაჯზე მიანიშნებდა.

არბიტრზე კომენტარი მანუელ ნოიერმაც გააკეთა. მისი თქმით, თუ მატჩის შემდეგ სალაპარაკო თემა მსაჯია, ეს გუნდისთვის ყოველთვის ცუდზე მიანიშნებს, თუმცა ისიც დაამატა, რომ არბიტრის ძალიან ხშირი მოხსენიება იმასაც ნიშნავს, რომ კარგი დღე არც მას ჰქონია.

სხვათა შორის, უცნაურია, თუმცა ბუნდესლიგაში ცვლილებებზე ალაპარაკებას დაემთხვა ბაიერნის ორი ასეთი მატჩი, სადაც გუნდმა ქულები დაკარგა მიუხედავად იმისა, რომ იქამდე პრაქტიკულად ყველას და ყველაფერს უგებდა.


1-02-2026, 11:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2