სოციალურ ქსელში არაერთი გვერდია გაკეთებული, რომლებიც ბაიერნის ცხოვრებას ასახავენ და ამ კლუბთან დაკავშირებულ უამრავ დეტალს განიხილავენ.
ერთ-ერთი ასეთია Bayali, რომლის ერთ-ერთი პოსტიც სერჟ გნაბრის აქვს მოწონებული. პოსტში ლენარტ კარლს დასცინიან, რომელმაც მადრიდის რეალზე გაკეთებული განცხადების შემდეგ თამაშს მოუკლო:
ეს ხუმრობით, მაგრამ კარლს რეალში ტრანსფერის შემდეგ რომ მოკლებული აქვს, ეს სტატისტიკაში მართლა ჩანს. 17 წლის ფეხბურთელმა ამ განცხადების შემდეგ 7 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, არადა იქამდე 4 თამაშში 4 გოლი ჰქონდა შეგდებული.
შესაძლოა, ამაზე ისიც მოქმედებს, რომ ახლა მასზე წნეხი გაზრდილია, ზოგიერთი გულშემატკივარი კი ამ დრომდე ვერ პატიობს ახლაგაზრდა ფეხბურთელს იმ განცხადებას, რომელსაც, ფანების აზრით, ბაიერნის ფეხბურთელი არ უნდა აკეთებდეს.