"მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ" - ნაგელსმანი ტერ შტეგენის ტრავმაზე

"მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ" - ნაგელსმანი ტერ შტეგენის ტრავმაზე

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბარძაყის დაზიანება მიიღო და არის შანსი, რომ გერმანელმა მეკარემ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.

აღნიშნულის შესახებ იულიან ნაგელსმანს ჰკითხეს, რომელმაც მოჭრით თქვა, რომ ეროვნულ გუნდს ახლა ჟირონას მეკარის გარეშე მოუწევს გაგრძელება:

"ეს წარმოუდგენლად მწარე და რთული ამბავია. მარკი ახალი დაბრუნებული იყო და ძალიან კარგ გზაზე იდგა. ჩვენ მოუთმენლად ველოდით მის დაბრუნებას ეროვნულ გუნდში. ახლა ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, გამოჯანმრთელებაა, სიმშვიდე და ზეწოლის გარეშე. ჩვენ ყველანი მის გვერდით ვდგავართ. ახლა მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ პირადად მარკისთვის ეს წარუმატებლობა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთული გადასატანი იქნება", - თქვა ნაგელსმანმა.

სულ უფრო და უფრო იზრდება იმის შანსი, რომ 2026 წლის მუნდიალზე გერმანიის კარი 35 წლის ოლივერ ბაუმანმა დაიცვას.


3-02-2026, 19:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2