ივან რაკიტიჩი თანამემამულე ლუკა ვუსკოვიჩს ურჩევს, რომ უამრავ გრანდს შორის, რომლებიც მისი ტრანსფერით არიან დაინტერესებული, არჩევანი ბაიერნზე გააკეთოს.
გარდა ამისა, რაკიტიჩი ბაიერნსაც მოუწოდებს, რომ ვუსკოვიჩის დასამატებლად ყველაფერი გააკეთოს:
"მთელი ევროპა ახლა მასზე საუბრობს. ბაიერნმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მასთან კონტრაქტის დასადებად. მე მჯერა, რომ ლუკა ბაიერნში უნდა წავიდეს. მას ყველაფერი აქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდეს. მაინტერესებს, შეძლებს თუ არა ტოტენჰემი მის შენარჩუნებას ზაფხულის შემდეგ, რადგან, ჩემი აზრით, ის უკვე მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ჩემთვის კი, ევროპაში მხოლოდ ოთხი ან ხუთია ასეთი კლუბი", - ამბობს რაკიტიჩი.
18 წლის ლუკა ვუსკოვიჩი ტოტენჰემს ეკუთვნის და ახლა ჰამბურგში იჯარით თამაშობს, მისით კი ბაიერნი რამდენიმე კვირაა უკვე დაინტერესებულია.