ტომას მიულერი კომენტარს აკეთებს მიუნხენის ბაიერნზე და მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე. ლეგენდის აზრით, გუნდი შეძლებს და ფინალში გავა:
"მე ვამბობ, რომ ისინი ფინალში გავლენ. ტაქტიკურად, ისინი კარგად არიან გაწვრთნილები, ჰყავთ ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშეები და განსაკუთრებით კარგად არიან განვითარებულნი დაცვაში."
"შეტევაში, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება თუ ძირითადი მოთამაშეები- მაგალითად, ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე - მთელი გაზაფხულის განმავლობაში ფორმაში იქნებიან. ამ გუნდში თავდაჯერებულობა და შიმშილი იგრძნობა", - თქვა მიულერმა.