ვუსკოვიჩი თუ შლოტერბეკი? - ბაიერნის ფანები სასურველ ტრანსფერს ირჩევენ

ვუსკოვიჩი თუ შლოტერბეკი? - ბაიერნის ფანები სასურველ ტრანსფერს ირჩევენ

ლუკა ვუსკოვიჩის ჰამბურგში კარგმა თამაშმა მთელი გერმანია აალაპარაკა და ელიან, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ბაიერნმაც უნდა სცადოს.

ამის პარალელურად, საქმეში კვლავ აქტიურად რჩება ნიკო შლოტერბეკი, რომელიც ბაიერნში შესაძლოა კიმ მინ-ჯეს შემცვლელად მივიდეს.

ბოლო დღეებში ამ ორ ფეხბურთელს ხშირად აყენებენ ერთმანეთის კონკურენტებად, თუმცა უმეტესობა უპირატესობას მაინც დორტმუნდის უკანახაზელს ანიჭებს.

ფანების თქმით, ახლა გუნდს შედარებით გამოცდილი და მაღალ დონეზე სტაბილურად მოთამაშე მცველი სჭირდება, რის ხარჯზეც ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოგებას კიდევ 1 ნაბიჯით მიუახლოვდება, ვუსკოვიჩის განვითარებას კი დრო დასჭირდება და გულშემატკივრებს ლოდინი უბრალოდ არ სურთ.

რეკორდმაისტერის გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ გუნდში უკვე საკმარისი ტალანტი და გამოცდილებაა საიმისოდ, რომ ბაიერნმა ყველა შესაძლო ტიტულისთვის იბრძოლოს, რასაც ახლა შლოტერბეკის დანამატი უფრო წაადგებოდა, ვიდრე ახალგაზრდა ლუკა ვუსკოვიჩის.


4-02-2026, 23:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2