შეიკრიბნენ და მიმართულება შეცვალეს - რა ასწავლა ბაიერნს უპამეკანოს ქეისმა

შეიკრიბნენ და მიმართულება შეცვალეს - რა ასწავლა ბაიერნს უპამეკანოს ქეისმა

როგორც იცით, დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის განახლების პროცესი საბოლოოდ წარმატებით დასრულდა, თუმცა ბოლო მომენტამდე ამას ვერავინ იფიქრებდა, რადგან ფეხბურთელის მრჩეველი და აგენტი, მუსა სისოკო სიტუაციას ძალიან ურევდა.

სისოკო არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნებით გამოირჩევა და მოლაპარაკებებში თავის თავზე მუდმივად იმაზე მეტს იღებს, ვიდრე უნდა იღებდეს. Bild-ის თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ უპამეკანო საუბრებში ჩართული არ იყო და უკანასკნელ საათებში თავად მოუწია ფეხბურთელს კლუბთან დარეკვა და სიტუაციის პირადად გამოსწორება.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი სიტუაცია ბაიერნმა ახლო წარსულში არაერთხელ გამოსცადა, მაგალითად ალფონსო დევისის მრჩეველთან და აგენტთან, რის გამოც ბორდმა პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა.

ამიერიდან ბაიერნი ფეხბურთელებთან უფრო მჭიდროდ დაიჭერს საქმეს მაშინ, როცა საქმე კონტრაქტის განახლებას შეეხება და აგენტებს აღარ მისცემს საშუალებას, რომ მოლაპარაკებები უკანასკნელ საათებამდე გაწელონ, რათა ისეთი მღელვარე პოზიციაში აღარ ჩავარდეს კლუბი, როგორის გამოცდაც ახლა, უპამეკანოს შემთხვევაში მოუხდათ.


5-02-2026, 11:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2