ფრანგული პოპულარული გამოცემა, L'equipe წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი პარი სენ-ჟერმენიდან 17 წლის ტალანტის დამატებას უახლოვდება.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელი ემანუელ მბემბაა, რომელიც დაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მის დამატებას კი ბაიერნთან ერთად ბაიერიც ცდილობს.
ფრანგები წერენ, რომ მბემბას პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, ზაფხულში ამოეწურება და ფეხბურთელი ახალი გამოწვევების მიღებაზეა ორიენტირებული.
გერმანულ მედიაში უკვე დაიწყეს წერა ამ უნივერსალის შესახებ, რომელიც მეტწილად ალფონსო დევისის დასაზღვევად იქნება გუნდში მოყვანილი, თუმცა ის ფაქტი, რომ მბემბას დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, ეს მის სასიკეთოდ კიდევ უფრო მეტად მოქმედებს.