ახალგაზრდა ხორვატი მცველი, ლუკა ვუსკოვიჩი, რომელიც ახლა იჯარით ჰამბურგშია, ისე კი ტოტენჰემს ეკუთვნის, ბოლო პერიოდია ხშირად უკავშირდება მიუნხენის ბაიერნის სახელს.
ჟურნალისტებმა ამასთან დაკავშირებით შეკითხვა თავად ფეხბურთელს დაუსვეს, რომელსაც შემდეგი პასუხი ჰქონდა:
"კი, გავიგე ამის შესახებ. არ ვიცი, რა მოხდება, ამაზე ზაფხულში ვისაუბრებთ. ტოტენჰემთან კონტრაქტი 2030 წლამდე მაქვს, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვნახოთ, რას ვიზამთ და როგორ გავაგრძელებთ. რაც შემეხება მე, არც მინდა ჰამბურგის დატოვება. ჩემმა ძმამ, მარიომ, შემოდგომაზე ისევ უნდა დაიწყოს თამაში, მის გვერდით თამაში კი ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. თქვენი იცით თუ როგორია ფეხბურთი, არასდროს იცი, რა მოხდება", - ამბობს ლუკა.
24 წლის მარიო ვუსკოვიჩი დოპინგის გამოა დისკვალიფიცირებული და როგორც ჩანს, ლუკას პირველადი მიზანი დალოდება და საკუთარ ძმასთან ერთად თამაშია, თუმცა, ცხადია, სამომავლო ტრანსფერს ეს სულ არ გამორიცხავს.