"არასწორი გადაწყვეტილება იყო" - ჰოფენჰაიმის მწვრთნელმა ბაიერნთან მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა

"არასწორი გადაწყვეტილება იყო" - ჰოფენჰაიმის მწვრთნელმა ბაიერნთან მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა

გუშინდელი მატჩის შემდეგ, სადაც ბაიერნმა ჰოფენჰაიმი 5:1 გაანადგურა, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა:

"პირველი პენალტი? - ეს აშკარად არასწორი გადაწყვეტილება იყო. საჭირო არც არის, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, რადგან ყველამ დაინახა თუ რაც მოხდა სინამდვილეში. იქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. 75 000 ადამიანი ტოპ შეხვედრას ელოდა და ვწუხვარ, რომ 10-კაციანი გუნდის ყურება მოუწიათ", - თქვა ილცერმა.

ანალოგიური განაგრძო ჰოფენჰაიმის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა: "სამწუხაროა, რომ ასეთი თამაში ფანებს მსაჯმა საკუთარი გადაწყვეტილებით წაართვა."

გუშინდელ შეხვედრაში ჰოფენჰაიმის კარში 2 პენალტი დაინიშნა და კეინმა ორივე გოლად აქცია, დანარჩენი სამი ბურთი კი ლუის დიასმა გაიტანა.


9-02-2026, 14:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2