მიუნხენის ბაიერნთან დაკავშირებულმა ლუკა ვუსკოვიჩმა რეკორდმაისტერიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომლის დაცვაც, მისი აზრით, ყველაზე რთული საქმეა:
"ჰარი კეინი. მის წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად რთულია, რადგან ყველაფერს ხედავს. როცა ბურთი ფეხებთან აქვს, რაღაცას აუცილებლად აკეთებს, - ან საგოლე გადაცემას, ან გოლს, თუ საჯარიმოში იქნება. ის ნამდვილად ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია", - თქვა ვუსკოვიჩმა.
ვუსკოვიჩს რამდენიმე დღის წინ ბაიერნში გადასვლა ივან რაკიტიჩმა ურჩია, ამ მოთამაშით კი, ბოლო ცნობების აზრით, თავად ბაიერნიცაა დაინტერესებული.