გუშინ მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის თასის 1/4-ფინალში ლაიფციგი დაამარცხა, მატჩის შემდეგ კი მნიშვნელოვანი ამბავი გაირკვა.
მანუელ ნოიერი გვპირდებოდა, რომ ნაკრებში დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას დაახლოებით თებერვლისა და მარტის პერიოდში მიიღებდა.
ბაიერნის მეკარის თქმით, ის საბოლოოდ ამბობს უარს ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე. როგორც ჩანს, მანუ მუნდიალისთვის მზად ან ფიზიკურად ვერ იქნება, ან მენტალურად.