Teamtalk-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნი კვლავ არის ნიკ ვოლტემადეს წაყვანით დაინტერესებული, ამას კი ხელს ნიუკასლის პოზიციაც უწყობს ხელს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ნიუკასლის ხელმძღვანელობა ბოლომდე კმაყოფილი არ არის ვოლტემადეს ინგლისური კარიერით და არის შანსი, რომ გერმანელი ფორვარდი მალევე დააბრუნონ ბუნდესლიგაში.
ფასზე ჯერჯერობით არაფერი იწერება, არადა ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ იყიდა ბაიერნმა ახალგაზრდა თავდამსხმელი შტუტგარტიდან.
ვოლტემადემ პრემიერ ლიგაში 24 შეხვედრა ითამაშა და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა.