"არსენალი გვირჩევნია" - ლევერკუზენი ბაიერნთან შეხვედრას თავს არიდებს

"არსენალი გვირჩევნია" - ლევერკუზენი ბაიერნთან შეხვედრას თავს არიდებს

გუშინ ლევერკუზენმა ოლიმპიაკოსთან ფრე ითამაშა და ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ის ან არსენალს, ან ბაიერნს უნდა შეხვდეს.

იმის გასარკვევად თუ რომელი მეტოქე ურჩევნიათ თავად ლევერკუზენში, ამავე კლუბის ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს და თითქმის ყველამ არსენალი აირჩია:

სპორტული დირექტორი, სიმონ როლფსი: "არსენალი კარგი იქნებოდა. ადრე დორტმუნდის შესახებაც იგივე ვთქვი. თუ არსენალს შევხვდებით, ჩვენს ძველ ფეხბურთელებს, კაი ჰავერცსა და პიერო ინკაპიეს ვნახავდით. არავის არ სურს, რომ წყვილები ერთი და იგივე ქვეყნიდან ნახოს."

რობერტ ანდრიხი: "თავიდანვე ვიცოდით, რომ ტოპ კლუბთან მოგვიწევდა თამაში. მე მსურს, რომ გერმანულ კლუბს არ შევხვდეთ, რადგან ბევრი მათგანი დარჩეს ტურნირზე."

იონას ჰოფმანი: "ვფიქრობ, გერმანული წყვილისთვის ჯერ ძალიან ადრეა. ასეთ დროს ჩემპიონთა ლიგის ხასიათი იკარგება. ასე რომ, თუ ჩემს სურვილზეა, მაშინ არსენალი. უკეთესი იქნებოდა ლონდონში გაფრენა, მათთვის კი აქ ჩამოსვლა."


25-02-2026, 14:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2