დღეს, ჩვენი დროით 21:30-ზე დორტმუნდი ბაიერნს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ბუნდესლიგაში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამციროს.
ბაიერნი კლასიკერს ზედიზედ 4 მოგებით და კარგ ფორმაში ხვდება, დორტმუნდი კი ჩემპიონთა ლიგიდან ახლახანს გამოვარდა, თანაც განიავებული უპირატესობით, რის გამოც დორტმუნდის ფანებს შურისძიება ბაიერნთან სურთ:
"ბოლო დღეებში დორტმუნდზე ძალიან ბევრი დამამცირებელი რამ წავიკითხე და მინდა, რომ ბაიერნთან ვაჩვენოთ ჩვენი ძალა"
"დღეს კედლები ყვითლად გადაიღებება, მინდორზე კი ბაიერნის წითელ სისხლს ვნახავთ"
"შურისძიება ბაიერნთან ახლა ყველაზე ტკბილი და დასამახსოვრებელი გამოვა"
"კოვაჩს შანსი აქვს, რომ დღეს მოგებით სეზონი გადაარჩინოს"
"მსოფლიოს თვალში სახელი გვაქვს გამოსასწორებელი, ბაიერნთან მოგება კი ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია", - წერენ ბორუსიას ფანები.