ცნობილია - გაყიდის თუ არა ბაიერნი მაიკლ ოლისეს სატრანსფერო ფანჯარაზე
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ლივერპულმა უკვე გამოკვეთა საკუთარი მთავარი სამიზნეები - თუმცა ერთ-ერთ მათგანზე ოცნება, როგორც ჩანს, მიუღწეველი რჩება.
ინგლისური გრანდისთვის სასურველი ფეხბურთელია მაიკლ ოლისე, თუმცა მერსისაიდელები კარგად აცნობიერებენ, რომ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად შეუძლებელია.
მიზეზი მარტივია - ბაიერნი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, თავად ოლისეს კი მიუნხენიდან წასვლის სურვილი საერთოდ არ აქვს.
სწორედ ამიტომ, ლივერპული ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო და ახლა მთავარი სამიზნე იან დიომანდე გახდა — ახალგაზრდა ტალანტი, რომლის გაფორმებაც ბევრად რეალისტურად მიიჩნევა.
ინტრიგას ისიც ამძაფრებს, რომ დიომანდე ბაიერნის სკაუტინგის სიაშიც ფიგურირებს, თუმცა მისი ტრანსფერი ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელად ითვლება: ფეხბურთელის ფასი ძალიან მაღალია, თანაც მიუნხენელებს შეტევის ხაზში უკვე ჰყავთ ლუის დიასი.
შედეგად, ლივერპული იძულებულია ახალი გზები მოძებნოს, ხოლო ბაიერნი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საკუთარ ლიდერებს მარტივად არ თმობს.