ბაიერნი სატრანსფერო ბაზარზე ახალ ახალგაზრდა ტალანტს აკვირდება. საუბარია ბენფიკას 17 წლის ფეხბურთელზე, დანიელ ბანჟაკიზე, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და უკვე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად თავის ასაკობრივ კატეგორიაში.
ბანჟაკი გამოირჩევა სისწრაფით, კარგი ფიზიკური მონაცემებითა და შეტევაში აქტიური ჩართვებით. მას შეუძლია როგორც კლასიკური მარჯვენა მცველის, ისე უფრო მაღლა აწეული როლის შესრულება, რაც თანამედროვე ფეხბურთში განსაკუთრებით ფასდება.
კლუბში თვლიან, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი დიდ პოტენციალს ფლობს და სწორედ ამიტომ აქტიურად აკვირდებიან მის პროგრესს. თუმცა ამ ეტაპზე ბაიერნის მთავარი პრიორიტეტი კვლავ გივაირო რიდი რჩება, თუმცა მისი ხშირი ტრავმების გამო მიუნხენელები ალტერნატიულ ვარიანტებსაც ამუშავებენ.
სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ბანჟაკის სახელი ბაიერნის რადარზე — როგორც გრძელვადიანი, სტრატეგიული ინვესტიცია.