რობერტ ლევანდოვსკიმ ჰარი კეინის შედეგებზე და ბუნდესლიგაში მისი რეკორდის შესაძლო დამხობაზე ისაუბრა.
პოლონელი ლეგენდის თქმით, კეინი შესანიშნავ ფორმაშია და თითქმის ყოველ მატჩში იტანს გოლებს. თუმცა ლევანდოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თავისი რეკორდული 41 გოლი მან მხოლოდ 29 მატჩში გაიტანა და თუ მთელ სეზონში 34 თამაშს ჩაატარებდა, ალბათ კიდევ უფრო მეტის გატანაც შეეძლო.
მისივე თქმით, კეინის ასეთი შედეგები მის რეკორდს კიდევ უფრო ფასეულს ხდის და ამის გამო დღეს ის საკუთარი მიღწევით უფრო ამაყობს.