ბაიერნის ახალი გერმანელი სამიზნე - ტრანსფერს ერთი დიდი პრობლემა აფერხებს

ბაიერნის ახალი გერმანელი სამიზნე - ტრანსფერს ერთი დიდი პრობლემა აფერხებს

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი ინგლისური ბრენტფორდის და გერმანიის ნაკრების ვინგერის, კევინ შადეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.


ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, ამ ეტაპზე კლუბებს შორის რაიმე კონკრეტული მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თუმცა წერენ, რომ ბაიერნმა ფეხბურთელის აგენტებს უკვე აცნობა, შადე კლუბის მოკლე სიაშია. აღსანიშნავია, რომ იგივე სააგენტო წარმოადგენს ჩელსის თავდამსხმელ ნიკოლას ჯექსონსაც.


მიუნხენურ კლუბში მარცხენა ფლანგზე ლუის დიასის ალტერნატივის დამატებას განიხილავენ, თუმცა ბრენტფორდი ფეხბურთელის გასაყიდად მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ბაიერნისთვის ზედმეტად მაღალი ფასია. ამ მიზეზით, ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.


6-03-2026, 15:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2