მიუნხენის ბაიერნი დიდი ალბათობით კაპიტნის გარეშე შეხვდება ატალანტას ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში.
მანუელ ნოიერს გუშინდელი თამაშის შემდეგ გამოკვლევა ჩაუტარდა და საბოლოო დიაგნოზი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. თუმცა არსებული ინფორმაციით, გერმანელი მეკარე პირველ შეხვედრას დიდი ალბათობით გამოტოვებს.
თუ ეს დადასტურდება, მაშინ კარში იონას ურბიგი დადგება და ატალანტასთან მატჩს სწორედ ის დაიწყებს.