გუშინდელი მატჩის შემდეგ გავრცელებულ ცნობებს ახლა უკვე ოფიციალური განმარტებაც მოჰყვა. მიუნხენის ბაიერნმა დაადასტურა, რომ მანუელ ნოიერმა გლადბახთან შეხვედრაში კუნთის დაჭიმულობა მიიღო.
კლუბის ინფორმაციით, კაპიტანი დაახლოებით ორი კვირა ვერ დაეხმარება გუნდს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასთან პირველ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს
არსებული პროგნოზით, ნოიერმა შესაძლოა მეორე შეხვედრაშიც ვერ შეძლოს თამაში და მისი დაბრუნება რეაბილიტაციის სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული.