რა თანხის სანაცვლოდ შეიძლება გაყიდოს მაიკლ ოლისე ბაიერნმა?

რა თანხის სანაცვლოდ შეიძლება გაყიდოს მაიკლ ოლისე ბაიერნმა?

მაიკლ ოლისეს ფასმა ბაიერნში გადასვლის შემდეგ საოცარი ზრდა განიცადა. როცა ფრანგი შემტევი მიუნხენში 2024 წელს კრისტალ პალასიდან გადავიდა, მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი ევრო იყო, ახლა კი უკვე 130 მილიონ ევროდ ფასდება.


ბუნებრივია, ასეთი პროგრესი ევროპის ტოპ კლუბების ყურადღებასაც იპყრობს. ბოლო პერიოდში ოლისეს ლივერპულს, პსჟ-ს, რეალ მადრიდსა და მანჩესტერ სიტისაც უკავშირებენ.


ბაიერნში ოლისეს ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევენ. ფეხბურთელს კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მასში გამოსასყიდი თანხაც არ არის.


თუ ოდესმე ტრანსფერზე საუბარი დაიწყება, ექსპერტების აზრით, ბაიერნი მინიმუმ 140–160 მილიონ ევროზე ნაკლებ წინადადებას არც განიხილავს, ხოლო ზოგი ვარაუდობს, რომ 170–180 მილიონიან შეთავაზებაზეც კი შეიძლება დაფიქრდნენ.


ამ ეტაპზე კი არც ფეხბურთელს და არც ბაიერნს დაშორება არ სურთ - პირიქით, მომავალში ახალი კონტრაქტის გაფორმებაც არ არის გამორიცხული.


8-03-2026, 00:50
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2