მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად გალათასარაის შემტევმა ლეროი სანემ აღიარა, რომ თურქეთში ახალ თავგადასავალზეა კონცენტრირებული, თუმცა ბაიერნში გატარებული დროიდან ერთი რამ მაინც ენატრება - თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე თამაში.
„რა თქმა უნდა, ბიჭებთან ერთად მოედანზე გატარებული დრო მენატრება - ეს ყოველთვის განსაკუთრებულია. ასე იყო სიტიში, შალკეშიც და ყველგან: როცა კლუბს ტოვებ და ფეხბურთს იმ ბიჭებთან ერთად თამაშობდი, ეს ყოველთვის დაგრჩება მოგონებად.
მაგრამ ახლა აქ ვარ, რომ ახალი მოგონებები შევქმნა და ახალი გამოცდილება მივიღო. მთლიანად გალათასარაიზე ვარ კონცენტრირებული და მომავალს დიდი მოლოდინით ველოდები“, - განაცხადა სანემ.