მიუნხენის ბაიერნი კონრად ლაიმერის მოთხოვნილ ხელფასს არ დათანხმდება.
ავსტრიელი ნახევარმცველი დაახლოებით წლიურად 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა კლუბის პოზიცია მკაფიოა — თუ ფეხბურთელი მოთხოვნებს არ შეამცირებს, კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოხდება.
ბაიერნში ლაიმერს აფასებენ მისი თამაშის, შრომისმოყვარეობისა და მრავალფუნქციურობის გამო, თუმცა კლუბში მიაჩნიათ, რომ ასეთი ხელფასი ზედმეტად მაღალია.