ბერგამოში გამართული მატჩის შემდეგ, ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ, გუნდში არსებულ ტრავმიანობაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ბელგიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ გუნდს ერთბაშად ორი ფეხბურთელი გამოაკლდა, ჯამალ მუსიალას საკითხი კი კვლავ ბუნდოვანია.
„ფონზი და იონასი დაშავდნენ. რაც შეეხება ჯამალს, ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, მოუწევს თუ არა მას გუნდს მიღმა ყოფნა,“ - განაცხადა კომპანიმ.
მწვრთნელის თქმით, მუსიალას მდგომარეობა მის რეინტეგრაციასა და ფეხის ძველ ტრავმას უკავშირდება:
„მას ჰქონდა ძალიან კარგი დღეები, თუმცა არის დღეები, როცა თავს შედარებით სუსტად გრძნობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ. ჯამალის გამო საერთოდ არ ვნერვიულობ, ის აუცილებლად დაუბრუნდება თავის საუკეთესო ფორმას. მანამდე კი უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება მისთვის საუკეთესო.“
რაც შეეხება ალფონსო დეივისსა და იონას ურბიგს, კომპანი აღნიშნავს, რომ სიტუაცია მხოლოდ სამედიცინო ტესტების შემდეგ გაირკვევა: „იონასისა და ფონზის შემთხვევაში, ტესტების პასუხებს უნდა დაველოდოთ.“