მიუნხენის ბაიერნის ლიდერების, იოზუა კიმიხისა და მაიკლ ოლისეს მიერ მიღებულმა „საეჭვო“ ყვითელმა ბარათებმა ევროპულ ფეხბურთში დიდი ხმაური გამოიწვია.
გერმანულმა სააგენტო პირდაპირი კითხვით მიმართა უეფას: დაიწყება თუ არა ოფიციალური მოკვლევა ფეხბურთელების წინააღმდეგ ბარათების განზრახ მიღების გამო?
უეფამ ტრადიციული, „ნაცრისფერი“ პასუხით დააიგნორა პირდაპირი დასტური, თუმცა კარი ღია დატოვა სანქციებისთვის:
თუ უეფას სადისციპლინო კომიტეტი დაამტკიცებს, რომ კიმიხმა და ოლისემ ბარათები ტაქტიკური მიზნით, შემდეგი ეტაპის წინ „ჩამოსაწერად“ აიღეს, მათ სტანდარტული ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის ნაცვლად, შესაძლოა ორმატჩიანი სასჯელი დაეკისროთ.