არბიტრმა კრისტიან დინგერტმა, რომლის გადაწყვეტილებამაც მატჩის ბედი შეცვალა, საჯაროდ აღიარა, რომ ლუის დიასის წითელი ბარათი საბედისწერო შეცდომა იყო.
მატჩის მიმდინარეობისას მომხდარმა ეპიზოდმა გულშემატკივრებისა და ექსპერტების დიდი პროტესტი გამოიწვია, თუმცა სიმართლე მხოლოდ ახლა გაირკვა. დინგერტმა ვიდეოგამეორებების ნახვის შემდეგ სიმართლეს თვალი გაუსწორა.
„თამაშის დროს მომეჩვენა, რომ ის სიმულირებდა. სწორედ ეს დავინახე მოედანზე. ახლა, როცა კადრებს ვუყურებ, ნათელია, რომ ეს არც პენალტი იყო, მაგრამ წითელი ბარათი ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ახლა რომ ვიყო იმ სიტუაციაში, მას არ გავაძევებდი,“ — განაცხადა მსაჯმა.
ეს აღიარება კიდევ უფრო ამძაფრებს იმ უსამართლობის განცდას, რომელიც მოედანზე სუფევდა. როდესაც მსაჯი ამბობს, რომ „მომეჩვენა“, ფასი კი წაგებული ქულები და გაძევებული ფეხბურთელია, კითხვები უფრო მეტი ჩნდება, ვიდრე პასუხები.