გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ვარსკვლავი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მუნდიალის მიმდინარეობისას სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. გერმანია კოტ-დ’ივუარის მატჩის ანალიზისას, ტელეეკრანზე გამოსულმა ექსპერტმა მეტოქის სათამაშო სტილი შეაფასა, როგორც „ცოტა აფრიკული, არაპროგნოზირებადი, ველური და ტაქტიკურად მოუმზადებელი“, რამაც საზოგადოების ნაწილში რასიზმისა და სტერეოტიპული მიდგომების განცდა გააჩინა.
ამ განცხადებას კოტ-დ’ივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ემერს ფაე ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და გერმანელი ლეგენდის სიტყვების გამო ღრმა იმედგაცრუება გამოხატა. ფაემ აღნიშნა, რომ თუ ნივთებს თავის სახელს დავარქმევთ, შვაინშტაიგერის ნათქვამს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რასისტული.
„ეს სამწუხაროა. შვაინშტაიგერი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი იმით, თუ როგორ ესმოდა მას ფეხბურთი. როცა მისი კომენტარი მოვისმინე, როგორც ადამიანით, იმედგაცრუებული დავრჩი. თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამას შეგვიძლია რასისტული ვუწოდოთ. მე მას არ ვეთანხმები, თუმცა სხვა გზა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ რეალობას შევეგუო და საქმე გავაგრძელო. მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომ აფრიკული გუნდები მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე არ არიან დამოკიდებულნი – ჩვენ ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც გამართულები ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს უბრალოდ უხერხული ფორმულირება იყო და არა ის, რასაც ის სინამდვილეში ფიქრობს“