ფიფამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აპელაცია არ დააკმაყოფილა - მაიკლ ოლისეს პარაგვაისთან მიღებული ყვითელი ბარათი ძალაში რჩება.
ფრანგები ითხოვდნენ, რომ ფეხბურთელისთვის გაფრთხილება გაუქმებულიყო, თუმცა უარი მიიღეს.
ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ნაკრებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. თუ ოლისე მაროკოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში კიდევ ერთ ყვითელ ბარათს მიიღებს, ის ავტომატურად დისკვალიფიკაციას მიიღებს და პოტენციურ ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. ფრანგთა სამწვრთნელო შტაბს ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.